08/08/2023
08:51
მსოფლიო
დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკზე სარაკეტო შეტევის შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა.
„ქალაქი პოკროვსკი, დონეცკის ოლქი. დონბასი, სადაც რუსები მხოლოდ დამსხვრეული და გადამწვარი ქვების დატოვებას ცდილობენ. ორი სარაკეტო თავდასხმა. ბომბები ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლს მოხვდა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი“, - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე.
მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორ სარაკეტო თავდასხმას ჯამში 5 ადამიანი ემსხვერპლა.
„პირველი თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ოთხი ადამიანი, სამი კი დაშავდა. მეორე დაბომბვას კი დონეცკის ოლქში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ემსხვერპლა. კიდევ ოთხი მაშველმა, 8 პოლიციელმა და სამმა სამოქალაქო პირმა ტრავმები მიიღეს. სამძებრო სამუშაოები გრძელდება“, - ნათქვამია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
0
0