
დონბასისთვის ბრძოლაში რუსეთმა დაახლოებით 15 ათასი სამხედრო დაკარგა, 45 ათასი კი დაშავდა და ყველაფერი ეს მოხდა ძალიან უმნიშვნელო წინსვლისთვის - 10-დან 15 კილომეტრამდე, - ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა.
ბერნსმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინი ყველაფერში შეცდა - იმაში, რომ 190 ათას სამხედროს შეეძლო 47 მილიონი უკრაინელის დაპყრობა, ასევე შეცდა აშშ-ისა და მოკავშირეების ძალის შეფასებაში.
„პუტინის შეხედულება ამერიკელებზე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ყოველთვის გვაქვს ყურადღების დეფიციტის სინდრომი და რომ ყურადღებას რამე სხვაზე გადავიტანთ. ჩემი მყარი მოსაზრება მდგომარეობს იმაში, რომ პუტინი შეცდა მის ვარაუდებში ალიანსის გახლეჩასთან და და უკრაინელების ნების გატეხასთან დაკავშირებით ომის დაწყებამდე და ვფიქრობ ის ახლაც ცდება“,- განაცხადა ბერნსმა.
მისივე თქმით, უკრაინელებს უნდა ჰქონდეთ წინააღმდეგობის გაწევის გაგრძელების შესაძლებლობა იქამდე, ვიდრე აშშ აგრძელებს მათ მხარდაჭერას იარაღით და საბრძოლო მასალით.
0
0
"მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს
16/07/2025