პოლონეთის ახალი მთავრობა აბორტების შესახებ კანონმდებლობის რეფორმირებას გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მისმა პარტიამ „სამოქალაქო პლატფორმა“ უკვე მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი. დოკუმენტის მიხედვით, აბორტები ნებადართული იქნება ორსულობის მეთორმეტე კვირამდე. კანონპროექტს პარლამენტში უახლოეს დღეებში შეიტანენ.
ამასთან, ტუსკმა აღიარა, რომ მმართველ კოალიციაში, რომელშიც მის პარტიასთან ერთად „პოლონური ინიციატივა“ და „მწვანეები“ შედიან, ამ საკითხზე განსხვავებული აზრები არსებობს.
ტუსკის თანაგუნდელებმა კიდევ ერთი კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც ქალებს საგანგებო კონტრაცეფციის პრეპარატებისადმი წვდომას გაუმარტივებს. დოკუმენტის მიხედვით, ამ პრეპარატების რეცეპტის გარეშე მიღებას შეძლებენ ქალები 15 წლის ასაკიდან.
პოლონეთის კანონმდებლობა აბორტების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია მთელს ევროპაში. 1993 წლის კანონის მიხედვით, ორსულობის შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ გაუპატიურების, დედის სიცოცხლისთვის საფრთხისა და ნაყოფის უკურნებელი ავადმყოფობის შემთხვევებში. 2021 წელს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ბოლო მიზეზი არაკონსტიტუციურად ცნო, როდესაც ეს ქვეყანაში ლეგალური აბორტების 98%-ის საბაბი ხდებოდა.
0
0