
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ვარშავა განიხილავს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის მაისში ვარშავაში გაჩენილ ხანძარში ბრალდებული კოლუმბიის მოქალაქე რუსეთის დაზვერვის დავალებით მოქმედებდა.
მისი თქმით, ამჟამად განიხილება შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების წესის მოქმედების შეზღუდვა რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მათ შორის არის საქართველო, სომხეთი, ვენესუელა და კოლუმბია.
ტუსკის განმარტებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქეები „გასაგები მიზეზებით“ უფრო მოწყვლადი არიან რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან გადაბირებისადმი. ტუსკმა ასევე მიუთითა საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ „კრიმინალურ პრობლემებზე“ და ხაზი გაუსვა, რომ „ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ეროვნული მახასიათებელი, არამედ საკითხი, რომელიც ეხება ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს“.
მისივე თქმით, პოლონეთი ყველა პირს, რომელიც კანონს არღვევს, ქვეყნიდან გააძევებს.
ცნოსთვის, 29 ივლის პოლონეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ პოლონეთში დააკავეს 32 პირი, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. მათ შორის არიან რუსები, უკრაინელები და ერთი კოლუმბიელი.
0
0