
რუსეთის დაზვერვის დავალებით, კოლუმბიის მოქალაქემ გასულ წელს პოლონეთში ორჯერ გააჩინა ცეცხლი, შემდეგ კი ჩეხეთის რესპუბლიკაში ავტობუსების დეპოში. ამის შესახებ აღნიშნულია პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განაცხადებით, პოლონელმა პროკურორებმა და უსაფრთხოების სამსახურებმა დაადასტურეს, რომ ეს დივერსიული მცდელობები რუსეთის სადაზვერვო სამსახურების პირდაპირი მოთხოვნით განხორციელდა.
მაისში პოლონეთმა რუსეთის ელჩი დაიბარა და განაცხადა, რომ კრაკოვში რუსეთის საკონსულოს დახურავდა. იმ დროს პოლონეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ჰქონდათ მტკიცებულებები, რომლებიც მოსკოვს აკავშირებდა 2024 წელს ვარშავის სავაჭრო ცენტრის მასშტაბურ ხანძართან.
„ამჟამად 32 ეჭვმიტანილი და დაკავებული გვყავს. ისინი ეჭვმიტანილი არიან და ეს ეჭვი გამართლებულია, რომ ისინი რუსულ სამსახურებთან თანამშრომლობენ, რომლებმაც ამ პირებს დივერსიული ან თავდასხმის აქტების ჩადენა დაავალეს. დაკავებულებს შორის ერთი პირია, რომელიც უკვე გასამართლებულია და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. სხვები დაკავებული არიან და სასამართლო პროცესს ელოდებიან. არის ერთი პოლონელი, რუსები, უკრაინელები, ბელარუსები და, როგორც ვთქვი, ერთი კოლუმბიელი და სია გრძელდება. დღეს ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსეთის ეს აქტივობა გარკვეულ ორგანიზებულ პოლიტიკურ წრეებზეც მოქმედებს და რომ საზღვრებზე სიტუაციის დესტაბილიზაცია, ჩვენი სამსახურების მუშაობის პარალიზების მცდელობა, ძალიან ახლოს არის ისეთ რადიკალურ დივერსიულ ქმედებებთან, როგორიცაა ცეცხლის წაკიდების მცდელობა ან თავდასხმები. ყველა, ვინც პოლონეთის სახელმწიფოს დესტაბილიზაციას ახდენს ან საზღვრებზე სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს, პირდაპირ — და ამის მრავალი მინიშნება არსებობს — ან ირიბად, რუსული სამსახურების თანამონაწილეა”, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
0
0
ფოთში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა
29/07/2025