
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანზე დარტყმის გეგმა დამტკიცებული აქვს, ჯერჯერობით არ გაუცია ირანზე დარტყმის განკარგულება, თუმცა ასეთი გეგმა უკვე დამტკიცებულია, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალის“ მასალაშია ნათქვამი.
ანონიმური წყაროების ცნობით, რომელთაც გამოცემა ესაუბრა, იერიშის მიტანის შემთხვევაში, მთავარი სამიზნე იქნება ფორდოს ურანის გამამდიდრებელი ქარხანა, რომელიც სამხედრო ექსპერტების ვარაუდით, მთებში მიწისქვეშ იმდენად ღრმად მდებარეობს, რომ ბომბების უმეტესობისთვის რთულად მისაღწევია, გარდა GBU-57A ტიპის ყველაზე ძლიერი ბომბისა და მისი ერთადერთი გადამტანი ავიაგამანადგურებელი B-2 Spirit-ია რომელიც მხოლოდ აშშ-ს შეიარაღებული ძალების საკუთრებაშია.
„თეთრ სახლში კვლავ ელოდებიან, რომ ირანი უახლოეს მომავალში უარს იტყვის ბირთვულ პროგრამაზე“, – ნათქვამია გამოცემის მასალაში.
ამასთან, გამოცემა „აქსიოსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, დონალდ ტრამპს ასევე სურს, მიიღოს სამხედრო გარანტიები, რომ ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებს, რომელიც აშშ-ის არსენალში ირიცხება, ნამდვილად შეუძლია ამ ქარხნის განადგურება. მათივე ცნობით, პრეზიდენტს სურს წერტილოვანი დარტყმების მიყენება და არ სურს ჩაერთოს ხანგრძლივ ომში.
გამოცემა „ბლუმბერგის“ ცნობით კი, ამერიკელი მაღალჩინოსნები უახლოეს დღეებში ელოდებიან ირანზე იერიშს.
0
0