
დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინისთვის, უკრაინასთან დაკავშირებით წაყენებული 50-დღიანი ულტიმატუმის შემცირება დააანონსა. ამის შესახევ "დოიჩე ველე" წერს.
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინით. ამიტომ, ვნახოთ, 50 დღე, რომელიც მას მივეცი, უფრო მოკლე ვადამდე შევამცირებ. რადგან ვფიქრობ, რომ უკვე ვიცი პასუხი იმაზე, თუ რა მოხდება“, - განაცხადა ტრამპმა შოტლანდიაში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრაზე. ტრამპის თავდაპირველი ულტიმატუმი სექტემბრის დასაწყისში უნდა გასულიყო.
„ჩვენ ბევრჯერ გვეგონა, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ. შემდეგ კი პრეზიდენტი პუტინი კიევის მსგავს ქალაქში რაკეტების გაშვებას იწყებს, რის შედეგადაც მოხუცებულთა თავშესაფარში ან სადმე სხვაგან უამრავი ადამიანი იღუპება და მთელ ქუჩაზე ცხედრები ყრია“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
0
0