
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს დაურეკა, რათა განეხილა, რატომ ბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანს უკრაინის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ დაურეკა.
„სატელეფონო ზარი ტრამპსა და თეთრ სახლში შეკრებილ ევროპელ ლიდერებს შორის მოლაპარაკებების შედეგი იყო. გარკვეულ მომენტში მათ ტრამპს სთხოვეს, გამოეყენებინა თავისი გავლენა ვიქტორ ორბანზე, რათა მას შეეწყვიტა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობა“, – აღნიშნულია „ბლუმბერგის“ ინფორმაციაში.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, დონალდ ტრამპთან საუბრისას ვიქტორ ორბანმა ასევე გამოხატა ინტერესი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების მასპინძლობის თაობაზე.
0
0