
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა, –
ამის შესახებ „როიტერი“ თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომელმაც, სააგენტოს ცნობით, ანონიმურად ისაუბრა.
„პრეზიდენტი ტრამპი ნათლად აცხადებს, რომ ის ფოკუსირებულია მშვიდობაზე. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი პარტნიორებიც იყვნენ ამ მიზნისადმი ერთგულნი. ჩვენ ვაჩერებთ და გადავხედავთ ჩვენს დახმარებას, რათა უზრუნველვყოთ, რომ ის ხელს უწყობს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
როგორც ცნობილია, დახმარების შეჩერება შეეხება ყველა სამხედრო ტექნიკას, რომელიც ჯერ უკრაინაში არ არის. მათ შორისაა იარაღი, რომელიც ტრანზიტშია და პოლონეთის საწყობებშია.
მედია აღნიშნავს, რომ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება 28 თებერვალს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მიიღო.
ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს CNN.
CNN-ი თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ პაუზა გავრცელდება ყველა სამხედრო ტექნიკაზე, რომელიც ჯერ უკრაინაში არ არის.
მისი მტკიცებით, სამხედრო დახმარების პაუზა არის პირდაპირი პასუხი გასულ კვირას ზელენსკის თეთრ სახლში ქცევაზე. ოფიციალური პირების თქმით, შეჩერება, შესაძლოა, გაუქმდეს, თუ ზელენსკი გამოავლენს ვალდებულებას უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებისადმი, აღნიშნავს CNN-ი.
0
0
ჭიათურაში მაღაროელები აქციას მართავენ
04/03/2025
გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა
04/03/2025
მასკი ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდებს
04/03/2025