26/11/2025
12:42

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა კომენტარი იმ გაშიფრულ ჩანაწერზე, რომელიც Bloomberg-მა გამოაქვეყნა და რომელშიც ასახულია ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის საუბარი ვლადიმირ პუტინის თანაშემწესთან, იური უშაკოვთან.
„მან [უიტკოფი] ეს უნდა მიჰყიდოს უკრაინას, შემდეგ კი უკრაინის [წინადადებები] მიჰყიდოს რუსეთს. სწორედ ასე იქცევა ის, ვისაც შეუძლია გარიგებების დადება: თქვენ უნდა თქვათ: „მისმინეთ, მათ ეს სურთ, თქვენ უნდა დაარწმუნოთ ისინი“. ეს მოლაპარაკებების ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ვფიქრობ, მან იგივე უთხრა უკრაინასაც. ყველა მხარემ რაღაც უნდა გასცეს და რაღაც მიიღოს“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
როგორც Bloomberg-ი იუწყება, საუბრის დროს უიტკოფი უშაკოვს ურჩევდა, თუ როგორ იქნებოდა უკეთესი ტრამპთან კომუნიკაცია და სამშვიდობო ხელშეკრულების რა პირობები უნდა წარედგინა მისთვის.
0
0