
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც სმითსონის ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული.
როგორც „ბიბისი“ წერს, ორგანიზაცია მართავს 20-ზე მეტ მუზეუმსა და კვლევით ცენტრს ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში.
ბრძანებაში, რომლის სახელწოდებაა „ამერიკული ისტორიის ჭეშმარიტებისა და გონიერების აღდგენა“ ნათქვამია, რომ ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა უნდა აღმოფხვრას „არასათანადო, ანტიამერიკული იდეოლოგია“ სმითსონის მუზეუმებიდან, შეაჩეროს კონგრესის დაფინანსება იმ გამოფენებისა და პროგრამებისთვის, რომლებიც „ამერიკელებს რასობრივად ჰყოფს“, ასევე აღადგინოს ფედერალური საკუთრება, მათ შორის პარკები, მემორიალები და ქანდაკებები, რომელიც „გაუმართლებლად იყო გაუქმებული ან შეცვლილი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში“.
სმითსონის მუზეუმებს ყოველწლიურად 15-დან 30 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს. ორგანიზაცია მართავს 21 მუზეუმს ვაშინგტონში, ვირჯინიასა და ნიუ-იორკში. მათ შორისაა ამერიკის ისტორიის ეროვნული მუზეუმი, ეროვნული პორტრეტების გალერეა, ამერიკული ხელოვნების მუზეუმი, ეროვნული ზოოპარკი და ათზე მეტი სხვა.
ბრძანებამ მნიშვნელოვანი კრიტიკა გამოიწვია კულტურის წარმომადგენლებს შორის,რომლებიც მას ისტორიის გაყალბებისა და კულტურული დევნის მცდელობად მიიჩნევენ.
მსახიობებმა და რეჟისორებმა პროტესტის ნიშნად სპექტაკლები გააუქმეს.
0
0