
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დამატებით 25%-იანი ტარიფები დააწესა.
როგორც ამერიკის პრეზიდენტი განმარტავს, ეს გადაწყვეტილება ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვების საპასუხოდ მიიღო.
დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანების მიხედვით, გადაწყვეტილება 27 აგვისტოდან შევა ძალაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამონაკლისი ეხება მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც ბრძანების ხელმოწერამდე უკვე იყო ტრანზიტში.
ბრძანება ავალდებულებს ვაჭრობის მდივანს, სახელმწიფო მდივანთან ერთად, გაარკვიოს, რომელი სხვა ქვეყნები ახორციელებენ რუსული ნავთობის იმპორტს. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ქვეყნები გამოვლინდება, შესაძლოა, მათაც 25%-იანი ტარიფები დაუწესდეთ. ამასთან, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინის მიმართ საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის.
0
0