
კონგრესის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განსაკუთრებული წვლილისთვის ექვსი ადამიანი ღირსების მედლით დააჯილდოვა.
მედლით დაჯილდოვდნენ ეროვნული გვარდიის წევრები, რომლებიც კოლუმბიის ოლქში სროლის შედეგად დაშავდნენ.
ღირსების მედალი გადაეცა სანაპირო დაცვის ოფიცერს ტეხასის წყალდიდობის დროს ხალხის გადარჩენისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტისგან მედალი მიიღო 100 წლის ომის ვეტერანმა, ასევე სამხედრომ, რომელიც ვენესუელაში ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას.
მედლით დაჯილდოვდა აშშ-ის ჰოკეის ეროვნული გუნდის მეკარეც.
ამასთან, როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ღირსების მედალს საკუთარი თავისთვისაც ისურვებდა.
„ყოველთვის მინდოდა კონგრესის ღირსების მედალი, მაგრამ მაცნობეს, რომ არ შემიძლია, ის საკუთარ თავს გადავცე“, – განაცხადა ტრამპმა.
0
0