09/01/2025
14:26
მსოფლიო
როგორც The USA Today წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაამხილა, რომ კონკურენტმა დონალდ ტრამპმა, კერძო შეხვედრის დროს, მას კომპლიმენტით მიმართა მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი მას საჯაროდ აკრიტიკებს და ქვეყნის მდგომარეობას „სტიქიურად“ აფასებს.
ბაიდენმა, რომელიც თეთრ სახლს 20 იანვარს დატოვებს, The USA Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ „პირად შეხვედრაზე“ ტრამპმა ის ეკონომიკური წარმატებების გამო „კომპლიმენტებით შეამკო“.
"მან [ტრამპმა] დადებითად შეაფასა ეკონომიკურ სფეროში ჩემს მიერ გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი. მან ჩათვალა, რომ მის ადმინისტრაციას ,,ხელსაყრელ მემკვიდრეობას’’ ვუტოვებ", - თქვა ბაიდენმა.
The USA Today-თან ინტერვიუში ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ მას შეეძლო ხელახალ არჩევნებში გამარჯვება, თუმცა არ იყო დარწმუნებული, ეყოფოდა თუ არა ენერგია ოვალურ კაბინეტში კიდევ ოთხი წელი მსახურებისთვის.
„ზედმეტად თავდაჯერებული ვჩანვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ დიახ, შემეძლო არჩევნებში გამარჯვება. ეს აზრი ჩემს მიერვე განხილული გამოკითხვის საფუძველზე შემექმნა,“ - თქვა ბაიდენმა.
თუმცა, შეკითხვაზე - აქვს თუ არა პრეზიდენტის თანამდებობაზე მსახურებისთვის საჭირო ენერგია კიდევ ოთხი წლის განმავლობაში - ბაიდენმა უპასუხა: ,,არ ვიცი, ვაღიარებ, რომ ჩემი ასაკი აქ პრობლემაა. სიმართლე გითხრათ, არჩევნებში კენჭისყრის განზრახვა არც მქონია მას შემდეგ, რაც [2015 წელს, ჩემი შვილი] ბო ტვინის კიბოთი გარდაიცვალა - ამას სრული სერიოზულობით ვაცხადებ. შემდეგ, 2020 წელს, როდესაც ტრამპი ხელახლა იყრიდა კენჭს, მე ნამდვილად ვფიქრობდი, რომ მისი დამარცხების საუკეთესო შანსი მეძლეოდა. თუმცა პრეზიდენტობა ნამდვლად არ იყო ჩემი მიზანი იმ დროს, როცა 85-86 წლის ვიყავი. ამიტომ, ამჯერადაც გადავწყვიტე, რომ პასუხისმგებლობა დემოკრატიული ლიდერების შემდგომი თაობისთვის გადამეცა,“ - დასძინა ბაიდენმა.
0
0