
აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრს, სანაე ტაკაიჩის შეხვდა. შეხვედრა აკასაკას სასახლეში გაიმართა.
ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეებმა ხელი მოაწერეს სავაჭრო და იშვიათი წიაღისეულის შეთანხმებას.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს შეთანხმება იქნება ახალი ოქროს ხანის დასაწყისი აშშ-იაპონიის ურთიერთობაში.
დონალდ ტრამპმა კი შეაქო იაპონია როგორც პარტნიორი და აღნიშნა, რომ ქვეყანა აშშ-ის ყველაზე ძლიერი მოკავშირეა.
„ეს იქნება ურთიერთობა, რომელიც უკვე არსებულ ურთიერთობებზე უფრო ძლიერი იქნება და მოუთმენლად ველოდები, თქვენთან მუშაობას“, – განუცხადა ტრამპმა ტაკაიჩის.
ამერიკის ლიდერმა ასევე მიულოცა მას პირველ ქალ პრემიერ-მინისტრად არჩევა.
„თქვენ შესანიშნავ საქმეს გააკეთებთ და ჩვენ ფანტასტიკური ურთიერთობა გვექნება“, – თქვა ტრამპმა.
თავის მხრივ, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ახლო აღმოსავლეთში მიღწეულ მშვიდობაში დონალდ ტრამპის როლი და აშშ-ის პრეზიდენტს განუცხადა, რომ ის ნობელის პრემიაზე წარადგინეს.
0
0