17/01/2025
16:40
პოლიტიკა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ქვეყნის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, შესაძლოა, მისი დაცვის უფროსი შონ კერანი დანიშნოს.
ამის შესახებ „სიენენს“ ანონიმურმა წყაროებმა უთხრეს.
„სიენენის“ წყაროების ინფორმაციით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შონ კერანი დონალდ ტრამპის დაცვას ხელმძღვანელობდა, მას მჭიდრო პირადი ურთიერთობა აქვს არჩეულ პრეზიდენტთან.
თუმცა, ზოგიერთმა წყარომ ასევე გამოთქვა სერიოზული შეშფოთება, რომ შონ კერანს არ აქვს საკმარისი მმართველობითი გამოცდილება ისეთი დიდი და რთული უწყების ხელმძღვანელობისთვის, როგორიც არის საიდუმლო სამსახური.
შონ კერანს ასევე არასდროს უხელმძღვანელია ისეთი ბიუჯეტით ან ოპერაციებით, როგორიც საიდუმლო სამსახურს აქვს.
დანიშვნის შემთხვევაში შონ კერანი რონალდ როუს შეცვლის, რომელიც თანამდებობას მას შემდეგ იკავებდა, რაც კიმბერლი ჩიტლი გასული წლის ივლისში დონალდ ტრამპზე განხორციელებული პირველი თავდასხმის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.
0
0