
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს ბრალი წაუყენეს.
მედიის ცნობით, ბოლტონს ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემისთვის რვა, ხოლო ინფორმაციის შენახვისთვის 10 ბრალდება აქვს წაყენებული.
ბრალდების თანახმად, ბოლტონის მიერ თავის ორ ნათესავთან ელექტრონული შეტყობინებებით გაზიარებული ჩანაწერები მოიცავდა ინფორმაციას, რომელიც მან მთავრობის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებიდან, უცხოელ ლიდერებთან საუბრებიდან და სადაზვერვო ბრიფინგებიდან მიიღო.
როგორც მედია წერს, ბრალდებაში მოხსენიებული ორი ნათესავი ბოლტონის ცოლი და ქალიშვილია.
ბრალის წაყენებას ეხმაურება თავად ჯონ ბოლტონი და აცხადებს, რომ ის დონალდ ტრამპის მიერ იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად გამოყენების მსხვერპლია. მისი თქმით, 2021 წელს, როდესაც მისი ელექტრონული ფოსტა გატეხეს, „ეფბიაი“-მ სრულად იცოდა ამ ჩანაწერების შესახებ და წინა ადმინისტრაციის ოთხი წლის განმავლობაში ბრალი არასდროს წაუყენებიათ.
0
0