31/08/2023
10:37
მსოფლიო
2 ოქტომბერს აშშ-ს ექს-პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართება - თაღლითობის მუხლით. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ნიუ-იორკის პროკურორის ლეტიცია ჯეიმსის განცხადებით, 2011 წლიდან 2021 წლამდე დონალდ ტრამპი ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებს თავისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბ მონაცემებს აწვდიდა, გადაჭარბებამ 2,23 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა.
„ტრამპის აქტივების და, აქედან გამომდინარე მისი საკუთარი კაპიტალის, გაზრდაზე მიმართული ამ მრავალრიცხოვანი თაღლითური სქემების კუმულატიური ეფექტი გამაოგნებელია და ის გაცილებით უფრო დიდი თაღლითობის მხოლოდ ხილული ნაწილია“, - განაცხადა პროკურორმა.
ლეტიცია ჯეიმსი ასევე გამოდის შუამდგომლობით, რომ დონალდ ტრამპი თაღლითად იყოს ცნობილი უკვე სასამართლო პროცესის დაწყებამდე.
ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში აშშ-ს ექს-პრეზიდენტს 250 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს.
0
0