
ტრამპის წერილი საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ კიდევ ერთი მხარდაჭერაა, მნიშვნელოვანი იყო, რომ წერილის ავტორი მიხეილ ყაველაშვილია, ითქვა, რომ მისი ადმინისტრაცია ურთიერთობების დალაგებისთვის მზად არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
ბოჟაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ტრამპის წერილს შემდეგი ნაბიჯები უახლოეს მომავალში მოჰყვება.
„საუბარი იყო საქართველოს მთავრობაზეც. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ ტრამპის წერილს შემდეგი ნაბიჯები უახლოეს მომავალში მოჰყვება. მზაობა გვაქვს, რომ ამერიკასთან ურთიერთობებში იმ ნიშნულს დავუბრუნდეთ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამდე გვქონდა. საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი არ დგას, რადგან ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა. მაკრონის და სხვების წერილებისგან განსხვავებით, სადაც თითქოს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება უნდა გაყოფილიყო, ასეთი რამე ტრამპის წერილში არ იყო. მან ქვეყნის დამოუკიდებლობა მიხეილ ყაველაშვილს მიუწოდა და საქართველოს მთავრობასაც მიმართა. ლეგიტიმაციაზე დასტური 26 ოქტომბერს მივიღეთ და თუ ვინმეს ეგონა, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა გვქონდა, იხილონ – მაკრონის, დუდას, მერცის, რუბიოს და ტრამპის წერილები, სადაც მოხსენიებულია საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი. თუ ფიქრობდით, რომ ტრამპის წერილამდე ლეგიტიმაციის პრობლემა გვქონდა, აღარ გვაქვს, რადგან მოიწერეს. არც მანამდე გვქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა და არც აწი გვექნება“, – განაცხადა ბოჟაძემ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა.
0
0