
კონგრესში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლა, აუდიტორიის მხრიდან უარყოფითი შეძახილების გამო, რამდენჯერმე შეწყდა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ბრძანება გასცა, რომ დაპირისპირების ერთ-ერთი აქტიური ინიციატორი, დემოკრატი კონგრესმენი ალ გრინი დარბაზიდან გაეყვანათ მას შემდეგ, რაც მან, ხელჯოხით ხელში, რამდენჯერმე სცადა ტრამპთან პოლემიკაში ჩართვა.
აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დაწყებისთანავე, დემოკრატებმა მისი ლანძღვა დაიწყეს. წარმომადგენელთა პალატის წევრი, დემოკრატიულ ,,მწვანეთა პარტიიდან’’, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო.
დემოკრატები რესპუბლიკელებს დაუპირისპირდნენ ლოზუნგებით: "გადარჩენა Medicaid-ს" (ამერიკული პროგრამა, რომელიც შეზღუდული შემოსავლისა და რესურსების მქონე ადამიანებს სამედიცინო ხარჯების გადახდაში ეხმარება), "დაიცავი ვეტერანები", "მასკი იპარავს", "ეს სიცრუეა".
0
0