17/01/2025
14:08
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთის ყიდვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
აღნიშნულის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი და „ლელოს“ წევრები ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრებას გეგმავენ.
„ბილეთები იყიდება ჩვეულებრივად და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეიძინოს ბილეთები. თუ არ ვცდები, ბილეთის ღირებულება იწყება 500 ათასიდან და ადის 2 მილიონამდე, ამაში ოფიციალურ წყაროებშიც ღიად წერია და შესაბამისად, თუ აქვთ სურვილი, გადაიხადონ ეს თანხები, რატომაც არა, შეუძლიათ, ინაუგურაციას დაესწრონ“,- განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, უნდოდა თუ არა „ქართული ოცნებიდან“ ვინმეს ინაუგურაციაზე დასწრება, კალაძე ამბობს, რომ ისინი ტრამპს მას შემდეგ შეხვდებიან, რაც ის უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგება.
„ტრამპთან შეხვედრები და ურთიერთობები იქნება მას შემდეგ, რაც თავის უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგება“, - განაცხადა კალაძემ.
0
0