
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არ სჯერა, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში ნატო-ს რომელიმე ქვეყანასთან ომი დაიწყებს. ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ კომენტარისას განაცხადა.
„არ დავეთანხმები ამას. არა, მე ვფიქრობ, პუტინს სურს შეჩერება. ეს იყო ჩემი კითხვა მასთან, რადგან ის თუ აპირებს გაგრძელებას, ეს ჩვენთვის დიდი პრობლემა იქნებოდა. ვფიქრობ, მას სურს ამის სწრაფად დასრულება. როგორც მას, ისე ზელენსკის, მათ სურთ ამის დასრულება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბარაკ ობამას დროს რუსეთმა შეძლო ბევრი უკრაინული ტერიტორიის აღება, ახლა კი რუსეთი ყველაფრის წაღებას ცდილობს.
„ეს მართლაც ძალიან ცუდია. ბევრი ადამიანი უკვე მკვდარია, დანგრეულია ბევრი ქალაქი, ათასწლოვანი მშვენიერი გუმბათები”, – აღნიშნა ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ დაგეგმილი შეხვედრის წინ.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ენბისი ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთი პოლონეთზე ან ლიტვაზე თავდასხმას ამზადებდეს.
0
0