
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის საგარეო დახმარების გრანტების 90%-ზე მეტს აუქმებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტო Associated Press-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თავისი გეგმები შიდა მემორანდუმსა და ფედერალურ სასამართლოში შეტანილ განაცხადში დააფიქსირა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განაცხადის თანახმად, ადმინისტრაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საგარეო დახმარების კონტრაქტების 90%-ზე მეტს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 60 მილიარდი დოლარის ოდენობის აშშ-ის საგარეო დახმარებას აუქმებს.
„საერთო ჯამში, USAID-ის 5,800-მდე გრანტი გაუქმდა და 500-ზე მეტი შენარჩუნდა. შენარჩუნებული გრანტების მთლიანი ღირებულება დაახლოებით 57 მილიარდი დოლარია“, - ნათქვამია ადმინისტრაციის განაცხადში.
ამასთან, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ფედერალური მოსამართლის, ამირ ალის ბრძანება დაბლოკა, რომელიც მიხედვითაც, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას 26 თებერვლის 23:59 საათამდე საგარეო დახმარების დაფინანსება უნდა აღედგინა.
0
0