
ყალბი და თაღლითური გამოკითხვები სისხლის სამართლის დანაშაული უნდა იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ტრამპის მოწინააღმდეგე ყველა მედიამ, რომელიც 2020 წლის არჩევნების დროს მის შესახებ წერდა, აჩვენა გამოკითხვები, რომლებიც შეგნებულად მცდარი იყო. ტრამპის განცხადებით, ამ მედიებმა იცოდნენ, რას აკეთებდნენ და ცდილობდნენ არჩევნებზე გავლენის მოხდენას, თუმცა მან მაინც გაიმარჯვა.
„თუ ხალხი შეისწავლიდა წარუმატებელ „ნიუ იორკ თაიმსს“, ყალბ „ეიბისის“, ყალბ „ენბისის“, ყალბ „სიბიესს“, დაბალი რეიტინგის „სიენენს“ ან ამჟამად უკვე გაუქმებულ „ემესდიენსის“, გამოკითხვები ყველა გაყალბებული იყო და საბოლოო შედეგებთან ახლოსაც კი არ იყო. რაღაც უნდა გაკეთდეს გაყალბებული გამოკითხვების წინააღმდეგ. წლების განმავლობაში „ფოქს ნიუსისა“ და „ვოლ სთრით ჯორნალის“ გამოკითხვებიც კი საშინელი იყო! არსებობენ შესანიშნავი გამოკითხვის აგენტები, რომლებიც არჩევნებს სწორად პროგნოზირებენ, მაგრამ მედიას არ სურს მათი გამოყენება რამე ფორმით. სამწუხაროა, რაც ამერიკულ ჟურნალისტიკას დაემართა, მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს გამოკითხვის თაღლითობა არ გაგრძელდეს!“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
0
0