
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას, შეიძლება, მალე ჰქონდეს კარგი ამბები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„იცით, ამას პირველად ვამბობ. ვფიქრობ, შეიძლება, რაღაც კარგი ამბები გვქონდეს. ჩვენ ვკარგავთ 25 000 ადამიანს თვეში, რომლებიც იღუპებიან ამ ომში. აბსურდულ ომში. ახალგაზრდა, ლამაზი ბავშვები იღუპებიან და იცით, ამ ბავშვებს მშობლები ჰყავთ. იცით, ჩვენ ფულს არ ვხარჯავთ, როგორც ბაიდენმა გააკეთა, მან 350 მილიარდი დოლარი გასცა. მე ყველას ვაიძულებ, გადაიხადოს და გაერო-ც ცოტათი მონაწილეობს. თუ დააკვირდით, ევროპის ქვეყნები გვიხდიან იარაღისთვის. ასე რომ, ნატო იხდის. ჩვენ იქ რაკეტებს ვაგზავნით, ისინი სრულად გვიხდიან. ვფიქრობდი, ჩემი ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან ბევრად უფრო გამიმარტივებდა მოგვარებას, მაგრამ არის უზარმაზარი სიძულვილი ზელენსკისა და პუტინს შორის. სამწუხაროა, მაგრამ უფრო დიდი ხანი სჭირდება, ვიდრე ვფიქრობდი“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრეზიდენტ პუტინს სთხოვა, ერთი კვირით შეეწყვიტა დარტყმები უკრაინაზე, რადგან იქ იმაზე მეტად ცივა, ვიდრე კანადაში, რასაც პუტინი დათანხმდა.
0
0