
მემკვიდრეობით მერგო ეს ომი, რომელიც არასოდეს უნდა მომხდარიყო, ომი, რომელიც წამგებიანია ყველასთვის, განსაკუთრებით იმ მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც ასე დაიღუპნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით truth social-ზე წერს.
ამასთან, ტრამპი აღნიშნავს, რომ უკრაინის „ლიდერებმა“ ნულოვანი მადლიერება გამოხატეს მათი ძალისხმევისადმი და ევროპა აგრძელებს რუსეთისგან ნავთობის ყიდვას.
„რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არის ძალადობრივი და საშინელი, რომელიც ძლიერი, სწორი ამერიკული და უკრაინული ლიდერობით არასოდეს მოხდებოდა. ის დაიწყო ბევრად ადრე, ვიდრე მე მეორე ვადით თანამდებობას დავიკავებდი, მძინარე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და მხოლოდ გაუარესდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ყალბი და მოპარული თუ არ იქნებოდა, ერთადერთი, რაც რადიკალურ მემარცხენე დემოკრატებს კარგად გამოსდით, არ იარსებებდა უკრაინა-რუსეთის ომი, როგორც არ არსებობდა, თუნდაც მინიშნებაც კი, ჩემი პირველი ვადისას თანამდებობაზე ყოფნის დროს. პუტინი არასოდეს დაესხმებოდა თავს. მხოლოდ მაშინ, როცა მძინარე ჯო მოქმედებაში დაინახა, თქვა: „ახლა ჩემი შანსია“. დანარჩენი ისტორიაა და ასე გრძელდება. მე მემკვიდრეობით მერგო ეს ომი, რომელიც არასოდეს უნდა მომხდარიყო, ომი, რომელიც წამგებიანია ყველასთვის, განსაკუთრებით იმ მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც ასე დაიღუპნენ. უკრაინის „ლიდერებმა“ ნულოვანი მადლიერება გამოხატეს ჩვენი ძალისხმევისადმი და ევროპა აგრძელებს რუსეთისგან ნავთობის ყიდვას. აშშ აგრძელებს იარაღის მასიური თანხებით მიყიდვას ნატო-სთვის, უკრაინაში გასანაწილებლად (კორუმპირებულმა ჯომ ყველაფერი უფასოდ მისცა, მათ შორის „დიდი“ ფული)“, – წერს დონალდ ტრამპი.
1ტვ
0
0