
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს რუსეთთან მიმართებაში შემდგომ ნაბიჯებს.
ბრიუსმა დაადასტურა, რომ ტრამპი რუსეთს 50 დღის ნაცვლად 10-12 დღემდე შეუმოკლებს საბოლოო ვადას, რომლის განმავლობაშიც, მოსკოვმა უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმება უნდა გააფორმოს.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს უკვე ესმის, რა მოხდება, თუ პუტინს მეტ დროს მისცემს.
„მთელი მსოფლიო ინფორმირებულია მიმდინარე მოვლენებზე. ევროპაში უკმაყოფილო არიან რუსეთის მოქმედებებით უკრაინის მიმართ. არ ვაპირებ წინასწარ ვისაუბრო პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებებზე ან იმ ვარიანტებზე, რაც მას აქვს“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
„მაგრამ სანქციები რუსეთის მიმართ არასოდეს მოხსნილა. პრეზიდენტს კვლავ რჩება ეკონომიკური და სხვადასხვა სახის ბერკეტები“, - დასძინა მან.
0
0