
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან „ძალიან ახლოსაა“, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მადლიერების დღესთან დაკავშირებული ტრადიციის, ინდაურის შეწყალების ცერემონიაზე გააკეთა.
ტრამპის თქმით, იმედოვნებდა, რომ ამ ომის დასრულება უფრო მარტივი იქნებოდა, თუმცა პროგრესი მიღწეულია.
„მე ცხრა თვეში რვა ომი დავასრულე. ჩვენ ამ საბოლოო ომზე ვმუშაობთ, ეს ადვილი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ამას მივაღწევთ. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან. რვა დავასრულეთ. მეგონა, ეს უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პროგრესს მივაღწიეთ,“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მოლაპარაკებების შედეგად, ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა შეიმუშავეს, თუმცა ზოგიერთი საკითხი, მათ შორის ტერიტორიული საკითხი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს.
0
0