
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი The New York Times-ს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა.
ტრამპის თქმით, სარჩელი ფლორიდის შტატში შეიტანა.
„The New York Times-ის წინააღმდეგ ღირსების შელახვისა და ცილისწამებისთვის 15 მილიარდი დოლარის სამართლებრივ წარმოებას ვიწყებ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და დეგრადირებული გაზეთის წინააღმდეგ, რომელიც გახდა რადიკალური მემარცხენე დემოკრატიული პარტიის ვირტუალური „გამხმოვანებელი“, – აღნიშნავს ტრამპი.
ტრამპის თქმით, ის ამას თვლის ყველაზე დიდ უკანონო საარჩევნო წვლილად მთელ ისტორიაში.
„კამალა ჰარისის მიმართ მხარდაჭერა ფაქტობრივად, The New York Times-ის პირველი გვერდის ცენტრში მოათავსეს – ეს რაღაც ისეთია, რაც აქამდე არასდროს ყოფილა. „თაიმსი“ ათწლეულების განმავლობაში ცრუ ინფორმაციის ავრცელებდა თქვენი საყვარელი პრეზიდენტის (ჩემ!) შესახებ, ჩემი ოჯახის, ბიზნესის, „ამერიკა პირველ რიგში“ მოძრაობა, MAGA-ს და მთლიანად ჩვენი ერის შესახებ. ამაყი ვარ იმ ფაქტით, რომ ოდესღაც პატივსაცემ „ნაგავს“ პასუხისმგებლობას ვაკისრებ, ისე როგორც სხვა ყალბი ამბების ქსელის წინააღმდეგ, როგორიცაა ჩვენი წარმატებული სასამართლო დავა George Slopadopoulos/ABC/Disney და 60 Minutes/CBS/Paramount წინააღმდეგ“, – აღნიშნავს ტრამპი.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მათ იცოდნენ რომ ტრამპის რეპუტაციას აყენებდნენ ზიანს ცრუ ბრალდებების საფუძველზე, თუმცა დაჯერდნენ რეკორდულ თანხებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედება უკანონოა.
„The New York Times-ს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ტყუილის, ჩემი სახელის შერცხვენისა და ღირსების შელახვის უფლება და ეს ახლა დასრულდება! სარჩელი შეტანილია ფლორიდის დიდებულ შტატში“, – წერს ტრამპი.
0
0