
თეთრი სახლის ტერიტორიაზე ახალი, დიდი და ლამაზი საბანკეტო დარბაზის მშენებლობა დაიწყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპის თქმით, ყველა პრეზიდენტი ოცნებობდა თეთრ სახლში საბანკეტო დარბაზზე, ის კი პირველი პრეზიდენტია, რომელმაც დაიწყო ეს პროექტი.
მისივე თქმით, პროექტი კერძო პირების დაფინანსებით განხორციელდება.
„სიხარულით გაცნობებთ, რომ თეთრი სახლის ტერიტორიაზე ახალი, დიდი და ლამაზი საბანკეტო დარბაზის მშენებლობა დაიწყო. თეთრი სახლისგან სრულიად განცალკევებით, ამ პროცესის ფარგლებში, აღმოსავლეთ ფრთა სრულად მოდერნიზებული იქნება და დასრულების შემდეგ უფრო ლამაზი გახდება, ვიდრე ოდესმე. 150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ყველა პრეზიდენტი ოცნებობდა თეთრ სახლში საბანკეტო დარბაზზე, სადაც დიდ წვეულებებზე, სახელმწიფო ვიზიტებზე და ა.შ. დასწრებას შეძლებდნენ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ პირველი პრეზიდენტი, რომელმაც საბოლოოდ დაიწყო ეს ძალიან საჭირო პროექტი – ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის ნულოვანი ხარჯებით. თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზს კერძო დაფინანსება აქვს მრავალი გულუხვი პატრიოტისა და დიდი ამერიკული კომპანიის მხრიდან. ამ საბანკეტო დარბაზს სიამოვნებით გამოიყენებენ მომავალი თაობები“, – წერს დონალდ ტრამპი.
ცნობისთვის, 20 ოქტომბერს „ბიბისიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი საბანკეტო დარბაზის მშენებლობის მიზნით, თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთის ნაწილს ანგრევენ.
0
0