
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი თავისი წიგნის გამოსაცემად ემზადება, რომელსაც თანდართული ექნება „საგულდაგულოდ შერჩეული“ ფოტოები. წიგნი, სახელწოდებით „გადაარჩინე ამერიკა“ (Save America) 3 სექტემბერს გამოვა და მისი ონლაინ შეძენა 99 აშშ დოლარად იქნება შესაძლებელი, ტრამპის მიერ ხელმოწერილი წიგნის ვერსია კი $499 ღირს.
„მომავალ კვირას, შესანიშნავ წიგნს გამოვცემ, სახელწოდებით "გადაარჩინე ამერიკა". წიგნზე თანდართული ყველა ფოტო საგულდაგულოდ შევარჩიე, რომლებიც თეთრ სახლში ჩემი ყოფნის დროიდან ამჟამინდელ საპრეზიდენტო კამპანიამდე პერიოდს ასახავს. ეს წიგნი აშშ-ის ისტორიაა და, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია „აშშ #1 პატრიოტებისთვის“, - წერს ტრამპი X-ზე.
გამომცემლობა Winning Team ყოფილი პრეზიდენტის უფროსმა ვაჟმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა და მისმა დიდი ხნის მოკავშირემ სერჯიო გორმა დააარსეს.
„წიგნში „გადაარჩინე ამერიკა“ დონალდ ჯ. ტრამპი, როგორც შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, პრეზიდენტობის 4 წელს მიმოიხილავს და ასევე მომავალი ვადის შესახებ საკუთარ ხედვას აღწერს“, - ნათქვამია გამომცემლობის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ანოტაციაში.
0
0