
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონზე საუბრისას გაიხსენა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნათქვამი, რომ გზები სომხეთში ვაშინგტონზე უკეთესია. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
ტრამპის თქმით, ვაშინგტონში ცენტრალური მოედნები მოუწესრიგებელია და მსოფლიო ლიდერები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან იქ.
„გახსოვთ ხომ ომი, რომელიც ახლახანს დავასრულეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის? ორი ლიდერი ჩამოვიდა აქ. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ მისი ქვეყანა უკეთესად გამოიყურება, გზები უკეთესია, როცა მათ ვკითხე, რას ფიქრობენ აქაურობაზე. მან მიპასუხა, რომ გზები უკეთესია სომხეთში, ვიდრე ვაშინგტონში. ეს სამარცხვინოა. წინა პრესკონფერენციაზე მკითხეს, მსოფლიოში მშვიდობას ვამყარებთ, პარასკევს ალასკაში ხვდებით პრეზიდენტ პუტინს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს? დედაქალაქია მნიშვნელოვანიო. მე ვუპასუხე, რომ დედაქალაქი ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ის ჭუჭყიანია და უსაფრთხო არ არის, ეს ცუდი ტონია დანარჩენი მსოფლიოსთვის. ასე რომ, ჩვენ ამ დედაქალაქს გავხდით მოწესრიგებულს, უსაფრთხოს, სუფთას და ლამაზს ძალიან მოკლე დროში“, – აღნიშნა ტრამპმა.
0
0