
მე შევხვდები პრეზიდენტ პუტინს, შემდეგ კი დავურეკავ ევროპელ ლიდერებსა და ვოლოდიმირ ზელენსკის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, ვირტუალური სამიტი, რომელშიც მასთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტი და ევროპელი ლიდერები მონაწილეობდნენ, კარგად წარიმართა.
„ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი საუბარი. ზელენსკი მონაწილეობას იღებდა საუბარში. მე ამ საუბარს ათი ქულით შევაფასებდი. ეს ძალიან მეგობრული საუბარი იყო. მე შევხვდები პრეზიდენტ პუტინს, შემდეგ კი დავურეკავ ევროპელ ლიდერებსა და ვოლოდიმირ ზელენსკის. მე პირველი პრეზიდენტ ზელენსკის დავურეკავ და შემდეგ ლიდერებს. ეს ძალიან კარგი შანსია. ჩვენ გვექნება მეორე შეხვედრაც, რომელიც უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე პირველი, იმიტომ, რომ პირველ შეხვედრაზე მე გავარკვევ, სად ვიმყოფებით და რას ვაკეთებთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ეს ბაიდენის ომია, ეს არ არის ჩემი ომი, მაგრამ ეს არის, რაც არის. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ეს შევაჩერო. ეს არასდროს მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრა თუ კარგად წარიმართება, შედგება მეორე შეხვედრა პუტინსა და ზელენსკის შორის.
„თუ პირველი შეხვედრა კარგად წარიმართება, ჩვენ ძალიან სწრაფად, მე ვიტყოდი მაშინვე, გვექნება მეორე შეხვედრა პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის. მეც ვიქნები ამ შეხვედრაზე, თუ ისინი მოისურვებენ. მეორე შეხვედრამ შეიძლება, იმუშაოს. მანამდე, პირველი შეხვედრა ვერ იმუშავებს. ეს შესანიშნავი შეხვედრა იქნება. შესაძლოა, შესანიშნავ რამეს მივაღწიოთ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, მაგრამ ეს იქნება მზადება მეორე შეხვედრისთვის. ვფიქრობ, მეორე შეხვედრა, თუ ის შედგება… შეიძლება, მეორე შეხვედრა არც შედგეს, რადგან ვიგრძნო, რომ ეს შესაფერისი არ იქნება, იმიტომ, რომ შესაძლოა, ვერ მივიღო ის პასუხები, რაც უნდა მივიღო. ამ შემთხვევაში მეორე შეხვედრა არ გვექნება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
0
0