
ომი სინამდვილეში დაიწყო ნატო-სა და ყირიმის გამო, მათ ყირიმის დაბრუნება სურდათ და გასროლის გარეშე მიიღეს ბარაკ ობამასგან, შესაძლოა, ეს იყო ყველაზე ცუდი გარიგება, რაც მინახავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, ყირიმი უკრაინის გულია და ის ობამამ დათმო.
„არავინ საუბრობს ამაზე, მაგრამ მე რომ ეს მექნა, ყალბი ახალი ამბები წლების განმავლობაში ყოველდღე ამაზე დაწერდნენ. რუსეთი მოვიდა და წაიღო, როგორც ბავშვისთვის კანფეტის წართმევა. ობამას ბრალია, რა საშინელებაც ამ ქვეყანას დამართა. მათ დაკარგეს თავიანთი გული და სული უკრაინაში 14 წლის წინ. ამის არავითარი საჭიროება არ იყო“, – აღნიშნა ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.
ამასთან, ტრამპის თქმით, ყველამ იცოდა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება შეუძლებელი იყო და ამას რუსეთი არასდროს დათანხმდებოდა.
„არის კიდევ ერთი საკითხი – ნატო. ჯერ კიდევ პუტინამდე რუსეთისგან თუ საბჭოთა კავშირისგან, რაც გინდათ, უწოდეთ, იყო უარი. რუსეთმა თქვა, რომ არ სურდა ე.წ. ოპონენტი ან მტერი, მოდით, გამოვიყენოთ ეს ტერმინი, თავის საზღვრებთან. თუმცა, უკრაინელები მოვიდნენ და სთხოვეს აშშ-ს, მიგვიღეთ ნატო-ში. ყველამ იცოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. ამას არასდროს დათანმხდებოდა რუსეთი. ეს პუტინამდე ბევრად ადრე იყო და არასდროს უნდა ეთხოვათ, რადგან ეს იყო ძალიან შეურაცხმყოფელი რუსეთისთვის. შეეძლოთ, ბევრი რამ ეთხოვათ, მოითხოვეს ყირიმის დაბრუნება, მაგრამ ყირიმი უკვე დათმობილი იყო და მის განვითარებაში ბევრი ფული იდებოდა. ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ბარაკ ობამამ ის მისცა ერთ-ერთი ყველაზე საშინელ გარიგებაში, რაც კი ოდესმე მიხილავს“, – განაცხადა ტრამპმა.
0
0