
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ნიუ იორკ თაიმსსა“ და „სიენენს“ ყალბი ამბების გავრცელებაში ადანაშაულებს.
მისივე თქმით, ზოგიერთ მედიას მაყურებელთან ცუდი ურთიერთობა იმიტომ აქვს, რომ მათ სანდოობო დაკარგეს.
„იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ახლა უფრო ნაკლები არიან, ვიდრე ოდესმე და კითხულობენ წარუმატებელ New York Times-ს ან უყურებენ CNN-ის ყალბ ამბებს, ფიქრობენ, რომ მე „მოუთმენლად“ ველოდი ირანთან ომის (თუ საერთოდ ასე ვუწოდებთ!) დასრულებას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მე, შესაძლოა, ყველაზე ნაკლებად ვარ წნეხის ქვეშ ამ პოზიციაზე. მე მაქვს უამრავი დრო, მაგრამ ირანს არა – დრო გადის! ზოგიერთი მედიაგამომწერებთან და მაყურებლებთან ასე ცუდად იმიტომ ურთიერთობს, რომ მათ აღარ აქვთ სანდოობა. ირანის საზღვაო ფლოტი ზღვის ფსკერზეა, მათი საჰაერო ძალები განადგურებულია, მათი საზენიტო და რადარის იარაღი აღარ არსებობს, მათი ლიდერები აღარ არიან, ბლოკადა დახურული და ძლიერია და აქედან გამომდინარე, ყველაფერი მხოლოდ უარესდება – დრო მათ მხარეს არ არის! შეთანხმება მხოლოდ მაშინ დაიდება, როდესაც ეს მიზანშეწონილი და კარგია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ჩვენი მოკავშირეებისთვის და, ფაქტობრივად, დანარჩენი მსოფლიოსთვის“, – წერს დონალდ ტრამპი.
0
0
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
23/04/2026