
ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც მძინარე ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ავტოკალმით, რაც დაახლოებით 92%-ს შეადგენს, ამით უქმდება და არ აქვს შემდგომი ძალა ან მოქმედება. ავტოკალმის გამოყენება დაუშვებელია, თუ ამის ნებართვა კონკრეტულად არ არის გაცემული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „რადიკალმა მემარცხენე შეშლილებმა, რომლებიც ბაიდენს გარს ეხვივნენ ოვალური ოფისის ულამაზეს მაგიდასთან, მას პრეზიდენტობა წაართვეს“.
„ამით ვაუქმებ ყველა აღმასრულებელ ბრძანებას და ყველაფერ დანარჩენს, რასაც ხელი პირადად თაღლითმა ჯო ბაიდენმა არ მოაწერა, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებიც ავტოკალმით მუშაობდნენ, ეს უკანონოდ გააკეთეს.
ჯო ბაიდენი ავტოკალმის პროცესში არ ყოფილა ჩართული და თუ ის იტყვის, რომ იყო, მას ცრუ ჩვენების ბრალდებით პასუხისგებაში მისცემენ“, - დაწერა ტრამპმა.
0
0