
მსოფლიოსთვის საოცარი დღეა, საოცარი დღეა ახლო აღმოსავლეთისთვის, ჩემთვის დიდი პატივია, რომ მისი ნაწილი ვარ“, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში განაცხადა, სადაც სხვა ლიდერებთან ერთად, სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
„ჩვენ ხელს ვაწერთ დოკუმენტს, რომელიც ბევრ წესს შეიცავს, რეგულაციას და არის ყოვლისმომცველი. ჩვენ უკვე მოვაწერეთ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი. ის მუშაობს. მძევლები ზუსტ დროს გაათავისუფლეს. ახლა მუშაობა მიმდინარეობს გარდაცვლილთა ცხედრების გადაცემაზე. ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის მოგვარებაში ბევრმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, მათი ნაწილი აქ არის წარმოდგენილი. მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, შარმ ელ-შეიხში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დოკუმენტს ხელი ოთხმა ლიდერმა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და კატარის ემირმა, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანიმ მოაწერეს.
0
0
მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის ელჩს შეხვდა
13/10/2025