
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინელ კოლეგა სი ძინპინთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდება.
„ბლუმბერგის“ ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
როგორც გამოცემა წერს, ტრამპმა საუბრისას მიანიშნა, რომ ორი ლიდერის შეხვედრის გეგმა კვლავ ძალაშია.
„ორ კვირაში პრეზიდენტ სი ძინპინს შევხვდები. მოუთმენლად ველოდები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოგზაურობა იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს 14-15 მაისს პეკინში შეხვდებიან, რათა პეკინსა და ვაშინგტონს შორის სავაჭრო ურთიერთობები და სხვა სფეროებში არსებული გამოწვევები განიხილონ. ამერიკელი და ჩინელი ოფიციალური პირები სამიტისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდნენ.
თავდაპირველად ლიდერების შეხვედრა აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე გადაიდო.
0
0