
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს ფოტოს გადაღებას ეხვეწებოდა.
„ის მეხვეწებოდა, რომ მასთან ფოტო გადამეღო! ძალიან უნდოდა ჩემთან ფოტოს გადაღება. მე ამას არც კი გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა! ალბათ ბედნიერია, რომ ვესაუბრე! არ ვიყავი ვალდებული, მასთან მესაუბრა!“ – განაცხადა ტრამპმა.
ამ კომენტარს მალევე გამოეხმაურა ჯორჯია მელონი და სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.
„ზოგიერთ საკითხზე დაუყოვნებელი რეაგირება აუცილებელია. დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია. გულწრფელად რომ ვთქვა, აღშფოთებული ვარ. არ მესმის, რატომ იქცევა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასე საკუთარი მოკავშირეების მიმართ? მით უმეტეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია: სამწუხაროა, რომ ამავე სიმტკიცესა და შეუპოვრობას ის არ ავლენს დასავლეთის მტრების, შეერთებული შტატების მტრებისა და იმ ლიდერების მიმართ, რომელთა მიმართაც გაცილებით დამთმობი და შემწყნარებელია, თუმცა ერთი რამ უნდა ახსოვდეს: არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს“, – აღნიშნა მელონმა.
0
0