
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯორჯ სოროსსა და მის ვაჟს ბრალი უნდა წაუყენონ რეკეტული გავლენისა და კორუფციული ორგანიზაციების შესახებ აქტის (RICO) ფარგლებში. ამის შესახებ მან თავის სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჯორჯ სოროსს და მის მშვენიერ რადიკალ მემარცხენე ვაჟს RICO-ს საფუძველზე ბრალი უნდა წაუყენონ მთელ ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალადობრივი საპროტესტო აქციებისა და სხვა მრავალის მხარდაჭერის გამო. ჩვენ აღარ ვაპირებთ, ამ შეშლილებს მივცეთ უფლება, დაანაწევრონ ამერიკა, წაართვან მას „სუნთქვის“ და თავისუფლების შანსი. სოროსმა და მისმა ფსიქოპათთა ჯგუფმა დიდი ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას! ეს ეხება მის გიჟ მეგობრებსაც დასავლეთ სანაპიროდან. ფრთხილად იყავით, ჩვენ თვალს გადევნებთ! გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“, – წერს ტრამპი.
რეკეტული გავლენისა და კორუმპირებული ორგანიზაციების შესახებ აქტი ანუ RICO ორგანიზებულ დანაშაულთან და რეკეტთან საბრძოლველად აშშ-ში 1970 წელს მიღებული ფედერალური კანონია.
0
0