
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ბირთვულ ინსპექტირებას დათანხმდა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ირანის დათმობების სანაცვლოდ ჰორმუზის სრუტის გახსნას დათანხმდა.
„მათი პროტესტისა და საპირისპირო ცრუ განცხადებების მიუხედავად, რასაც თან ახლავს ყალბი ამბების ტალღა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა აშშ-ის გამარჯვება, რაც შეიძლება პატარა და უმნიშვნელო გახადოს, ირანი სრულად დათანხმდა უმაღლესი დონის ბირთვულ შემოწმებებს, განუსაზღვრელი ვადით, რაც უზრუნველყოფს „ბირთვულ პატიოსნებას“. ამას თუ არ დათანხმდებოდნენ, მომდევნო მოლაპარაკებები აღარ იქნებოდა. ამ და სხვა მნიშვნელოვანი დათმობების საფუძველზე, მე დავთანხმდი, ჰორმუზის სრუტე დარჩეს ღია საზღვაო ბლოკადის გარეშე. თუმცა, ყველა გემი ადგილზე დარჩება იმ შემთხვევისთვის, თუ ბლოკადის აღდგენა აუცილებელი გახდება, რაც ნაკლებად სავარაუდოა. თანხას ან სანქციებს, რომელსაც აშშ-ის ხაზინა ათავისუფლებს, აშშ-ის მიერ გაკონტროლდება და გამოყენებული იქნება მხოლოდ აშშ-გან საკვებისა და მედიკამენტების შესაძენად, მათ შორის, შესანიშნავი ამერიკელი ფერმერებისგან სიმინდის, ხორბლისა და სოიოს ჩათვლით. ეს არის ის, რაც ირანს მწავედ სჭირდება. ეს არის ჰუმანიტარული კრიზისი და ვფიქრობ, დახმარება დაუყოვნებლივ არის აუცილებელი, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება. მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს“, – წერს დონალდ ტრამპი.
პარალელურად კი, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ თეირანი დაზიანებულ ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების დაშვებას არ გეგმავს.
მისივე თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით თეირანს IAEA-ის ხელმძღვანელ რაფაელ გროსისთან კომუნკაცია არ აქვს.
0
0