
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერაფერი შეუქმნის საფრთხეს.
მისი თქმით, ისრაელის ქმედება პასუხი იყო „ჰამასის“ მიერ ისრაელელი ჯარისკაცის მკვლელობაზე.
„მათ ისრაელელი ჯარისკაცი მოკლეს, ამიტომ ისრაელელებმა საპასუხო დარტყმა განახორციელეს და მათ უნდა ემოქმედათ,”- განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ჰამასი” ახლო აღმოსავლეთში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების „ძალიან მცირე ნაწილია.”
„ისინი კარგად თუ არ მოიქცევიან, მათ გაანადგურებენ. მათი სიცოცხლე შეწყდება და ისინი ამას აცნობიერებენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს უბრძანა, „დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმები მიიტანონ ღაზის სექტორში“, ისრაელმა ქალაქ ღაზაზე შეტევა განახორციელა. დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი. როგორც ისრაელის მედია წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობების მორიგი დარღვევის გამო მიიღეს.
0
0