
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინას შეერთებული შტატებისგან მიღებული თანხის ნაწილი სამხედრო აღჭურვილობაზე არ დაუხარჯავს.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, დროა დადგინდეს, თუ კონკრეტულად, როგორ გამოიყენა კიევმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მიღებული 350 მილიარდ დოლარიანი სამხედრო დახმარება. ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინაზე ამერიკული ფულის დახარჯვას აღარ გეგმავს.
„ევროპული ქვეყნები ჩვენგან შეისყიდიან იარაღს, გადაიხდიან სრულ საფასურს და შემდეგ საჭიროებისამებრ გაანაწილებენ, მათ შორის უკრაინაზე. ანუ ჩვენ ხარჯს აღარ გავიღებთ. ბაიდენმა 350 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის და უფრო უარესიც, ნაღდი ფული გასცა. ჩვენ ამის შესახებ ერთ დღესაც ყველაფერს გავიგებთ. ამ ფულით იარაღი უნდა ეყიდათ. მართალია, მამაცები არიან, თუმცა, ვფიქრობ, თითოეული დოლარი სამხედრო აღჭურვილობაზე არ დაუხარჯავთ. ასე რომ, ამიერიდან ფულს აღარ მივცემთ, გავყიდით იარაღს“, - თქვა ტრამპმა.
0
0