
ევროკავშირი ბევრი თვალსაზრისით ჩინეთზე უფრო საძაგელია, ჩვენ ახლახან დავიწყეთ მათთან, ისინი ბევრს ჩამოვლენ, ყველა კარტი ჩვენ გვაქვს, ძალიან უსამართლოდ გვექცეოდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი აშშ-ში 13 მილიონ ავტომობილს ყიდის, მაშინ როდესაც აშშ არ ყიდის ავტომობილებს ევროპაში.
ტრამპის განცხადებით, იგივე პრაქტიკა მოქმედებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასთან დაკავშირებით.
„დღეიდან, შეერთებული შტატები აღარ დააფინანსებს უცხო ქვეყნების ჯანდაცვას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით. ჩვენ ვაფინანსებთ სხვა ქვეყნების ჯანდაცვას, სადაც ისინი იმავე წამლისთვის მცირე თანხას იხდიდნენ, ვიდრე ჩვენ, ბევრად, ბევრჯერ მეტს. ჩვენ აღარ მოვითმენთ დიდი ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მოგების მიღებას და ფასების ზრდას. მაგრამ კიდევ ერთხელ, სწორედ ქვეყნებმა აიძულეს მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები გაეკეთებინათ ის, რის გაკეთების დროს, სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული არ ვარ, რომ ისინი ნამდვილად კომფორტულად გრძნობდნენ თავს. ევროკავშირი სასტიკი იყო, სასტიკი. ფარმაცევტული კომპანიები ისტორიებს მიყვებოდნენ. უბრალოდ სასტიკი იყო, თუ როგორ აიძულეს ისინი. ევროკავშირი უჩივის ჩვენს ყველა კომპანიას. Apple-ს, Google-ს, Meta-ს. ისინი უჩივიან ჩვენს ყველა კომპანიას. მათ ჰყავთ ევროკავშირზე ორიენტირებული მოსამართლეები და ისინი ჯილდოდ იღებენ 15 მილიარდს, 17 მილიარდს, 20 მილიარდს და ამ თანხას თავიანთი საქმიანობის წარმართვისთვის იყენებენ. ეს აღარ მოხდება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, არის ის, რომ ვეტყვით ამ ქვეყნებს, მაგალითად ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ ქვეყნებს, რომ, იცით, ეს თამაში დასრულდა, ბოდიშს გიხდით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
0
0