
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა, შეთანხმება შედგეს მხარეებს შორის. დონალდ ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებში „ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი“ იქნა მიღწეული.
„ვფიქრობ, არის შესაძლებლობა, რომ რაღაც გამოვიდეს ამ ყველაფრიდან“, – განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, არის თუ არა დღევანდელი შეხვედრა უკრაინისთვის ამერიკული მხარდაჭერის დასასრული, ტრამპმა უპასუხა, რომ ამას ვერასდროს იტყვის.
„არასდროს არის გზის ბოლო. ხალხი კვდება და ჩვენ გვინდა, ეს შევაჩეროთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ჟურნალისტმა ამერიკის პრეზიდენტს ასევე ჰკითხა, თუ ვისგან არის მოსალოდნელი ომის დასრულება – პუტინისგან თუ ზელენსკისგან.
„თუ დღეს ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, სამხრივი შეხვედრა გვექნება… ვფიქრობ, გვექნება ომის დასრულების გონივრული შანსი, როდესაც ამას გავაკეთებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
უკრაინის პრეზიდენტმა კი ჟურნალისტებთან საუბრის დაწყებამდე ტრამპს უკრაინის პირველი ლედის წერილი გადასცა, რომელიც აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპისთვის არის დაწერილი.
„წერილი ჩემმა მეუღლემ, უკრაინის პირველმა ლედიმ გადმომცა. ეს არა თქვენთვის, არამედ თქვენი მეუღლისთვისაა“, – თქვა ზელენსკიმ.
0
0