
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა BBC კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. „60 წუთთან“ ინტერვიუში, დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მისი განცხადების გაყალბებაში დაადანაშაულა. თეთრი სახლის ლიდერმა ის რეპორტაჟი გაიხსენა, რომლის გამოც BBC-ს სასამართლოში უჩივის.
„BBC-მ ხელოვნური ინტელექტი გამოყენებით საშინელი განცხადება მათქმევინა. ვამბობდი, ეს არასოდეს მითქვამს მეთქი. აღმოჩნდა, რომ ხელოვნური ინტელექტით ამაწყვეს და სიძულვილის საშინელი სიტყვები მათქმევინეს - ის, რაც არასდროს მითქვამს. ახლა კი არ იციან, რა მოიმოქმედონ. აღიარეს, რომ შეცდნენ, ასე რომ როცა მეკითხებით, შემიძლია თუ არა მედიასთან ნორმალური ურთიერთობა, მე ყველასთან შემიძლია ურთიერთობა, მაგრამ როცა ხალხი იტყუება და ყალბია, ასეთ დროს სურვილი აღარ მიჩნდება“, - განაცხადა ტრამპმა.
0
0