
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სურს, დაიწყოს „ოქროს ბარათების“ გაყიდვა უცხოელებისთვის, რომლებსაც სურთ აშშ-ში ცხოვრება და სამუშაო ადგილების შექმნა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ოქროს ბარათის“ ფასი ხუთი მილიონი დოლარი იქნება.
როგორც დონალდ ტრამპმა განმარტა, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, ძალაში დაახლოებით ორ კვირაში შევიდეს.
„ვაპირებთ „ოქროს ბარათის“ გაყიდვას. თქვენ გაქვთ „მწვანე ბარათი“, ეს კი არის ოქროს ბარათი. ჩვენ ვაპირებთ, ამ ბარათზე დავაწესოთ ფასი, დაახლოებით ხუთი მილიონი დოლარი და ეს მოგცემთ „მწვანე ბარათის“ პრივილეგიებს, პლუს, ეს იქნება გზა მოქალაქეობისკენ. მდიდარი ადამიანები შემოვლენ ჩვენს ქვეყანაში ამ ბარათით. ისინი იქნებიან მდიდრები და წარმატებულები , დახარჯავენ ბევრ ფულს და გადაიხდიან ბევრ გადასახადს, დაასაქმებენ ბევრ ადამიანს“, – აღნიშნა ტრამპმა.
კითხვაზე, შეძლებენ თუ არა რუსი ოლიგარქები „ოქროს ბარათის“ ფლობას, დონალდ ტრამპმა უპასუხა – „დიახ“.
„მე ვიცნობ ზოგიერთ რუს ოლიგარქს, რომლებიც ძალიან კარგი ადამიანები არიან. ეს შესაძლებელია“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
0
0