დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი ცუდი კაცია
A-
+A

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი ცუდი კაცია.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეაქცია აქვს ჯონ ბოლტონისთვის ბრალის წაყენებაზე, ტრამპმა უპასუხა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.
„არ ვიცოდი. თქვენგან მესმის პირველად, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ცუდი კაცია“, – აღნიშნა ტრამპმა.
ჯონ ბოლტონი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას 2018-2019 წლებში, ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს იკავებდა. ბოლტონს ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემისთვის – რვა, ხოლო ინფორმაციის შენახვისთვის 10 ბრალდება აქვს წაყენებული.
ბრალის წაყენებას ეხმაურება თავად ჯონ ბოლტონი და აცხადებს, რომ ის დონალდ ტრამპის მიერ იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად გამოყენების მსხვერპლია.
0
0
458
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%