
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარების მომხრეა. ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპმა გაიხსენა ევროპელი ლიდერების ბოლო ვიზიტი თეთრ სახლში და აღნიშნა, რომ ზოგიერთმა მათგანმა ურჩია, რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ დაეგეგმათ შეხვედრა და სწორედ იქ განეხილათ საკითხი.
დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რომელ ლიდერზეა საუბარი.
„ერთ-ერთმა ჯენტლმენმა, რომელიც შესანიშნავი ადამიანია – იმედია, არ ვაწყენინე – თქვა, „მოდით, შევხვდეთ ერთ-ორ თვეში“. მე ვუპასუხე, რომ ერთ-ორ თვეში კიდევ 40 000 დაღუპული იქნება. ეს ამაღამვე უნდა გავაკეთოთ-მეთქი, და ასეც მოვიქეცი. მე დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და ვცდილობ, შევათანხმო მისი პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა“, – განაცხადა ტრამპმა.
მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; აგრეთვე, ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11. უწყებათაშორისი კომისია ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე იმუშავებს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0