
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კამბოჯასა და ტაილანდს შორის განახლებული დაპირისპირების დასასრულებლად სატელეფონო ზარს განახორციელებს.
ტრამპმა ჩამოთვალა რამდენიმე ომი, რომელთა შეჩერებაშიც, მისი თქმით, წვლილი შეიტანა, მათ შორის დაასახელა პაკისტანსა და ინდოეთს, ისრაელსა და ირანს შორის ომი.
„ამის თქმა არ მინდა, მაგრამ კამბოჯა-ტაილანდი გუშინ დაიწყო და ხვალ სატელეფონო ზარის განხორციელება მომიწევს. სხვას ვის შეუძლია იმის თქმა, რომ დარეკავს, რათა ორ ძალიან ძლიერ სახელმწიფოს, ტაილანდსა და კამბოჯას შორის ომი დაასრულოს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ტაილანდსა და კამბოჯას შორის შეტაკება სამი დღის წინ განახლდა. კამბოჯის მხარე აცხადებს, რომ ტაილანდმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა. თავის მხრივ, ტაილანდის მხარე მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში კამბოჯას ადანაშაულებს. ქვეყნებს შორის საზღვარზე მომხდარ შეტაკებებს, სულ მცირე, ათი ადამიანი ემსხვერპლა.
2025 წლის ოქტომბრის ბოლოს, მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის კონფერენციის ფარგლებში, ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელსაც დონალდ ტრამპმა სამშვიდობო შეთანხმება უწოდა.
0
0